ირაკლი სესიაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან შეკრულ პოლიტიკურ ძალებს ამ ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა არ აწყობთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან შეკრულ პოლიტიკურ ძალებს ამ ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა არ აწყობთ.
მისივე თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყნის მომავლისთვის განმსაზღვრელია.
“არ არის სასიამოვნო მოცემულობა და ვითარება. რთული პოლიტიკური მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ რომ ვაგრძელებთ მუშაობას ესეც ჩვენი ვალდებულებაა. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რა თქმა უნდა ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა ეს არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან შეკრულ პოლიტიკურ ძალებს ამ ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა არ აწყობთ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ის რაც ხდება გარეთ არის მთლიანად, მათ პოლიტიკურ ინტერესებზე ორიენტირებული გამოხატვის ფორმები. მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” პასუხი გასცა და ეს არის ასევე დემოკრატიული პოლიტიკური მოცემულობა, სადაც დასანანია, მაგრამ ვერ ხერხდება 2020-თვის გადასვლა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ის გამბედაობა, რომ 2024 წლისთვის სიტყვა მივეცით კონსტიტუციაში ჩაიწერა და ეს ასე მოხდება”, – განმარტა სესიაშვილმა.