დიმიტრი ხუნდაძე: მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა თანამდებობას ეძებს, ან იკავებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზოგადოებისათვის განმარტება გააკეთა ვაკანტური თანამდებობების თაობაზე და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მითუმეტეს ამ დღეებში, საპარლამენტო მუშაობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, კომიტეტების მუშაობა რომ არ შეფერხდეს, ვაკანტური ადგილები შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებმა სწრაფად უნდა დაიკავონ.
“სამწუხაროა, რომ იმის გამო, რომ გუნდის წევრებმა დატოვეს გუნდი ვაკანტური თანამდებობები გაჩნდა შესაბამის კომიტეტებში. მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ სრულიად შინაგანი განწყობით მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა თანამდებობას ეძებს ან იკავებს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ეს არის მისი ვალდებულება. თითოეული დარგობრივი კომიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით და იმიტომ, რომ კომიტეტების მუშაობა არ შეფერხდეს, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ვაკანტური ადგილების დაკავება შესაბამისი კომპეტენციისა და ძალიან ბევრი განზომილების გათვალისწინებით. ასე რომ, ეს არ არის ადგილების დაკავება, ეს არის საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება შეუფერხებლად,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.