პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყო

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, საპროტესტო აქციის მიუხედავად, 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო. სესია 12:00 საათისთვის უნდა გახსნილიყო.

მანამდე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა.

დეპუტატებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პოლიციელების კორდონის გავლა მოუწიათ, რადგან აქციის მონაწილეების დაშლის მიუხედავად, დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოსთან.

გვიან ღამით, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შედეგად, შსს-მ 28 ადამიანი დააკავა.

შეკრებილებმა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება სცადეს და სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ძალოვანებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, 25 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზება მოახდინა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები