რუსეთში საჯარო სკოლის 30 ბავშვი გაზით მოიწამლა
რუსეთში, ნიჟეგოროდის ოლქში საჯარო სკოლის 30 ბავშვი გაზით მოიწამლა.
როგორც მედიას ექსტრემალურ სამსახურში განუცხადეს, მათგან 10-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
წინასწარი ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი სადგურიდან გაზის გაჟონვა მოხდა, რომელიც სკოლიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს.
სწავლის პროცესი შეჩერებულია.