რუსთავში ქიმიკოსთა კულტურის სახლში ხანძარია

რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლი იწვის.  ძლიერი დაკვამლიანება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

როგორც “რეგიონული კვირის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება ამ წუთებში, ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ასამართალდამცავები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები