კონგოში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში მოხდა. თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანია “Busy Bee“-ს ეკუთვნოდა. ბორტზე 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა.
კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები