სასტუმრო “ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

ბათუმში დღეს, სასტუმრო “ლეოგრანდის” ტრაგედია გაიხსენეს. სასტუმროსთან მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს. “ლეოგრანდთან” აჭარის მთავრობის წევრებიც მივიდნენ და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
ორი წლის წინ სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე იყო.
“ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროში ტექნიკურ მენეჯერს ფათიჰ იავუზს 5 წლით და 6 თვით, ხოლო საწყობის უფროსს გიორგი მიქელაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები