საქართველოში მცხოვრებმა ინდოელმა სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

საქართველოში მცხოვრებმა ინდოელმა სტუდენტებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ აქცია გამართეს.
სოლიდარობის აქციის მონაწილეების განცხადებით, ქართველი ექიმი რუსმა ოკუპანტებმა მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გამო, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკავეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები