ბექა ნაცვლიშვილი: ყველა პოლიტიკურმა ძალამ დღესვე უნდა განაცხადოს რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები

ყველა პოლიტიკურმა ძალამ დღესვე უნდა განაცხადოს რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ფილარმონიასთან განაცხადა, სადაც პროპორციული არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
“დღესვე უნდა განაცხადოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, მარტო პარლამენტში მოსახვედრად თუ რაიმეს ცვლილებისთვის. ჩვენ ვითხოვთ მინიმალურ ხელფასს, შრომის ღირსეულ პირობებს, უკეთეს ეკოლოგიურ გარემოს, სოლიდარობაზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემას, საბინაო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს არ გააჩნია და ადამიანებს ყრიან ბინიდან, ვითხოვთ ასევე აზარტული თამაშების შეზღუდვას და სოციალურ სამართლიანობას,” – განმარტა ნაცვლიშვილმა.
ფილარმონიასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები