მამუკა ხაზარაძე: თუ გვინდა ქვეყანა სერიოზულ ჩიხში არ შევიდეს, პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს უნდა დაუბრუნდნენ
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თითქმის ყველა, ვინც დღეს სახელისუფლებო შტოს წარმოადგენს ვერანაირი ნდობით ვერ სარგებლობს. მისივე თქმით, ნდობის ხარისხი ხელისუფლებასთან ნულის ტოლფასია.
“ვფიქრობ, რომ ნდობის ხარისხი ხელისუფლებასთან არის ნულის ტოლფასი. თითქმის ყველა, ვინც დღეს სახელისუფლებო შტოს წარმოადგენს ვერ სარგებლობს ვერანაირი ნდობით, შესაბამისად დღეს გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი არის დროში გაწელვის მცდელობა, ამიტომ თუ გვინდა ქვეყანა არ შევიდეს ძალიან სერიოზულ ჩიხში, უნდა აიღონ ინიციატივა და დაუბრუნდნენ პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს. მე ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რა ფორმით იქნება ეს, მეორე საკითხია. მთავარია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია დავბრუნდეთ პროპორციული არჩევნების სისტემაში და ამის გაკეთება შესაძლებელია კანონის თავიდან ინიცირებით, ამას სჭირდება ნება“, – განაცხადა ხაზარაძემ.