სოხუმის ცენტრში სროლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
სოხუმის ცენტრში, კაფე „სან-რემოსთან“ სამი ნიღბიანის მიერ ავტომატური იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა – ოფიციანტი ქალი, რომლის გვარია აქირთავა და მამაკაცი. საავადმყოფოში კი სამი დაჭრილია მოთავსებული, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ე.წ. შს მინისტრმა გარი არშბამ განუცხადა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ასტამურ შამბას დაღუპვის შესახებ. სულ ჯამში, ინციდენტის შედეგად, ამ დროის მდგომარეობით სამი ადამიანია დაღუპული.
მისი თქმით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედების სამძებრო ოპერაცია დაიწყეს.
რადიო „ათინათი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ენგურის ხიდი ორმხრივად ჩაიკეტა. ამის სავარაუდო მიზეზად წყარო, სოხუმში მომხდარ სროლას და სამძებრო ოპერაციას ასახელებს.