ენმ-ს წარმომადგენელებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან 2 ცოცხი დაახვედრეს

ხობში, “ქართული ოცნების“ შტაბთან ხმაური იყო.

“ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ია ჯიშკარიანი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, “ქართული ოცნების“ ხობის შტაბში მივიდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროა განთავსებული.

აქციის მონაწილეებმა ოფისის კარზე ბოქლომის დადება ვერ შეძლეს, რადგან  ბერაიას მხარდამჭერებმა ადგილზე ორი ცოცხი დაახვედრეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისათვის აქცია დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები