შოთა ხაბარელი – სახელმწიფო ყველანაირი მიმართულებით მზადაა იმისთვის, რომ დესტრუქციული ძალების არაკანონიერი მოქმედებები აღკვეთოს

დღეს ქვეყანა ყველანაირად მზადაა იმისთვის, რომ დესტრუქციული ძალების არაკანონიერი მოქმედებები აღკევთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა – შოთა ხაბარელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბარელი ოპოზიციისა და სამოქლაქო აქტივისტების დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება, 26 ნოემბერს კი – პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

„გამოხატვის უფლება თავისუფალია ჩვენს ქვეყანაში. ყველას შეუძლია, თავისი აზრი დააფიქსიროს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ კანონის ფარგლებს გასცდებიან, იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ იყოს პროპორციული სისტემა და ასეთ რადიკალურ ზომებს იღებენ, ვფიქრობ, სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს.
დარეგულირებულია სიტუაცია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, ასევე დანარჩენმა ძალებმა, რომლებიც მათ შეუერთდნენ, ფაქტობრივად, ნახეს, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვთ.
ეს ადამიანები, ეს პარტიები, ფაქტობრივად გაკოტრებულები არიან და დარჩათ ეს ლოკალური, პატარ-პატარა დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან ცუდია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა აირიოს, ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ განვითარების შანსი დაკარგოს. ვფიქრობ, დღეს სახელმწიფო, ყველანაირი მიმართულებით არის მზად, რომ დესტრუქციული ძალების არაკანონიერი მოქმედებები აღკევთოს“, – განაცხადა ხაბარელმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები