“ე.წ. “გაერთიანებული ოპოზიციის“, რეალურად კი “ნაცმოძრაობის” “აქციებზე“ ყველაზე მეტად აქტიურობენ ხოშტარია, ვაშაძე, მაქარაშვილი და დიღმელაშვილი”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე აღნიშნა, აქვეყნებს ფაქტებს თუ ვინ არიან ის პირები ვინც “გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით ყველაზე მეტად აქტიურობენ.

“ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებად, მხოლოდ ფაქტებით…
ეგრეთწოდებული „გაერთიანებული ოპოზიციის“, რეალურად კი “ნაციონალური მოძრაობის” „აქციებზე“ ყველაზე მეტად აქტიურობენ ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე, გიგა მაქარაშვილი და შოთა დიღმელაშვილი. მათი ბიოგრაფიები კი ასე გამოიყურება:

ელენე ხოშტარია – დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების(!) განხრით.
გრიგოლ ვაშაძე – 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების (!) განყოფილებაში.
გიგა მაქარაშვილი – წლების განმავლობაში იყო რუსეთში მცხოვრები, რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენის და პუტინთან დაახლოებული მინდია გულუას პრეს-სპიკერი.
შოთა დიღმელაშვილი – ეს ადამიანი ღიად და პირდაპირ ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. ამონარიდი მისი ფეისბუქ პოსტიდან: „საქართველომ დაიწყო ფორსირებული შეტევა დაუმიზნებელი ორმხრივი სროლის შემდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის შემოჭრა. სროლა ვინ დაიწყო პირველი მაგას ვერავინ ვერ იტყვის, მათ შორის ვერც გამსროლი, მაგრამ ქართულმა არტილერიამ ცხინვალი დაბომბა, როცა იქ ხალხი იყო“…
​ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიზი თქვენთვის მომინდია…
#მარტივადიშიფრებითმავნებლებო”,-წერს ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები