დანდალო-ხარაულას საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში, დანდალო-ხარაულას საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი 1100 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4579 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 1096 გრძ. მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 32 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 560 699 ლარით დაფინანსდა.

“სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ახალი გზით ორასამდე ოჯახი ისარგებლებს,“-აღნიშნა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მუხრან კაკაბაძემ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალი ხარისხით არის შესრულებული.

“ყველაფერი, რაც გაკეთდა უმაღლეს დონეზეა. სოფელის ყველა მაცხოვრებელი კმაყოფილია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითქმის ქედის ყველა სოფელში ბეტონის საფარია დაგებული,“-ამბობს სოფელ ხარაულას მცხოვრები მალხაზ ხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები