არჩილ თალაკვაძე: კოჰაბიტაციის დასრულება ნიშნავს, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება და საზოგადოება გადაწყვეტს, სად არის ცალკეული პოლიტიკოსების ადგილი.

​„პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მაქსიმალური დესტრუქციითა და ისტერიული აქტივობით მოხვდეს ყურადღების ცენტრში და როგორმე საზოგადოებას თავისი თავი მიყიდონ, თითქოს ვინმე მათ პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. ეს არ არის მართალი. კოაბიტაციის დასრულება ნიშნავს, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას, სადაც საზოგადოებასა და მოქალაქეებს სრული შესაძლებლობა ექნებათ, თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მომავალში პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები