ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ბოქლომის დადება ქუთაისშიც ვერ შეძლო

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. ხმაური და სიტყვიერი დაპირსპირება ოპოზიციონერი აქტივისტების მცდელობას, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან ბოქლომის დაედოთ, მოჰყვა,
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს, თუმცა ოპოზიციამ დაგეგმილი აქტივობის განხორციელება მაინც ვერ შეძლო. როგორც მათ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადეს,მაჟორიტარის ბიუროს ბოქლომს სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში დაადებენ.

​ადგილზე იმყოფება თავად დიმიტრი მხეიძეც. მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას ემსახურება.

“რას ემსახურება იმ ბიუროს დაბოქლომება, რომელიც წელიწადში 3000-ზე მეტ ადამიანს იღებს და ეხმარება სოციალურად დაუცველებს, დაავადებულ ბავშვებს მკურნალობის დაფინანსებაში?! ეს კაბინეტი, რომელიც სულ აკეტილი იყო, “ქართული ოცნების” მოსვლისა არის ღია. მე მაინტერესებს ასეთი კარების დაკეტვა რომელიც საქმეს აკეთებს, რას ემსახურება? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კიდეც ერთხელ დაუპირისპირდეს ხალხი ერთმანეთს“- დიმიტრი მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები