ხულოში 6 ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში 6 ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას, 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში იწვოდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

შეტყობინების მიღებისთანავე გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ – მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა 6 ხის, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა.
​ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

​ცნობისათვის, ხულოში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები