თელავში ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო კაბინეტებზე ბოქლომების დადება ვერ შეძლო

თელავში ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მაჟორიტარი დეპუტატების – გელა სამხარაულისა და ირაკლი სესიაშვილის სამუშაო კაბინეტებზე ბოქლომების დადება ვერ შეძლო. სიმბოლურ აქტივობას, რომელიც რეგიონებში რამდენიმე ადგილას იყო დაგეგმილი, თელავში პარტია “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა მენთეშაშვილი ხელმძღვანელობდა თუმცა, მას და მის მხარდამჭერებს სამართალდამცველებმა ბოქლომების დადების საშუალება არ მისცეს.
​როგორც ლელა მენთეშაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ის რჩება ადგილზე და მანამდე არ აპირებს თელავის ადმინისტრაციული შენობის დატოვებას, ვიდრე მაჟორიტარი დეპუტატების კაბინეტებზე ბოქლომებს არ დაადებს.
​ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები