ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის, ცაიშის, ცაცხვის და ურთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, შეხვედრების მიზანი პრიორიტეტების სწორედ გამოვლენა და მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შიდა გზების რეაბილიტაციის, გარე განათებისა და ამბულატორიების მშენებლობის საჭიროება გამოიკვეთა.

ადგილობრივებმა მთავრობის წარმომადგენლებს მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრებს“ ხობისა და ზუგდიდის 7 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი(დაჩი) ბერაია, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გეგა შენგელია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერიის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები