რუსი ჯაშუშები სერბეთში – რუსეთის დაზვერვის ოფიცერი სერბი აგენტის გადაბირებას ცდილობდა (ვიდეო)

სერბეთში სკანდალი აგორდა, რომლის მიზეზი მედიაში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, სერბი აგენტისა და რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს წარმომადგენელია გეორგი კლებანია, რომელიც, სავარაუდო, მაღალჩინოსანი სერბი ოფიცრის გადაბირებას ცდილობს.

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გეორგი კლებანი თანამდებობიდან ივნისში გაათავისუფლეს.

ვიდეოზე ჩანს, რომ მამაკაცებმა პაკეტები გაცვალეს, სერბეთის მოქალაქემ კი, თავისი პაკეტიდან ფულის კონვერტი ამოიღო.

სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ვულინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პუბლიკაციას გადაამოწმებს. დღეს კი, ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის ელჩს შეხვდა, შეხვედრას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

რუსეთი ტრადიციულად მომხდარს უარყოფს და გავრცელებულ კადრებს 4 დეკემბერს სოჭში დაგეგმილ რუსეთისა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრას უკავშირებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, „შეჩვეულები ვართ, როდესაც უმაღლეს დონეზე კონტაქტები ინიშნება, ერთი კვირით ადრე, „საინტერესო“ სიუჟეტები ვრცელდება. ვფიქრობ, რომ საკითხები, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოს შეშფოთებას იწვევს, შესაბამისი არხებით უნდა გვარდებოდეს“.

თუმცა, დღეს, სერბეთის უსაფრთხოების საკითხთა სააგენტოს ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა რელმო ჟელსკიმ დაადასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად ფიგურირებს რუსეთის დაზვერვის ოფიცერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები