“სასმელი წყალი, სანიაღვრე არხები და შიდა გზების ინფრასტრუქტურა”- ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

“ღია შეხვედრების” ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

სასმელი წყალი, სანიაღვრე არხები, შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია,რაზეც შეხვედრების დროს ადგილობრივებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

“პრობლემები სოფელში ეტაპობრივად გვარდება, რისთვისაც მადლობლები ვართ. კარგი იქნება თუ სანიაღვრე არხებიც გაკეთდება და სკოლა შემოიღობება “, – აღნიშნა “რეგიონულ კვირასთან” ლამარა გეთიაშვილმა.

სოფლებში, კაჭრეთი,ჯიმითი,არაშენდა, დარჩეთი და ნანიანი, გარდა აღნიშნული პრობლემებისა, სააღმზრდელო დაწესებულებების შემოღობვა და შიდა სარემონტო სამუშაოები გამოიკვეთა.

“სკოლებთან დაკავშირებით პროცესი მიდის, წელს უკვე რამოდენიმე სოფელში გაკეთდა ცენტრალური გათბობა და გადახურვა,მუნიციპალიტეტები კვლავ აქტიურად გააგრძელებს სკოლების და ბაღების კეთილმოწყობას,იქნება ეს კარ-ფანჯარა, სველი წერტილები, თუ სხვა საჭიროებები”, -განმარტა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა,დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები