ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სერგი მესხის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლმა შენობაში დასაწყობებული პლასტმასის ნივთები გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე  დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები