თეა წულუკიანი: მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემების მომგვარებელი იყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემების მომგვარებელი იყოს.

მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

“ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და როგორც ყოფილი მაჟორიტარი ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის რაც ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი იყოს ქვეყანაში, ეს სისტემა უნდა იქნეს შენარჩუნებული. შესაბამისად ის, რომ ეს მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ეს არის გარანტია იმისა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკურად ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი. როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი ძალაა”,- განმარტა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები