ბორჯომში ღია შეხვედრების ფარგლებში დასახელებული სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრების დროს წამოჭრილი სასმელი წყლის პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, გარკვეულ ობიექტებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სასმელი წყლის სისტემები ტიმოთესუბანში, ტაბაწყურსა და ბალანთაში მოეწყო.

ამჟამად, სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ლიკანში ე.წ კაკლების წყაროსთან მიმდინარეობს, სადაც შემკრები ავზი იყო დაზიანებული. ადგილზე წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღდგება.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დასახელებული სხვა პრობლემების მოგვარებისთვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, მათი გადაჭრა ეტაპობრივად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები