იენს სტოლტენბერგი: ევროკავშირი ვერ დაიცავს ევროპას

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს დაიცვას ევროპა სამხედრო საფრთხისგან.

„მომავალ კვირას მივემგზავრები პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ. დღეს შემიძლია გითხრათ,რომ NATO არის ძლიერი და ოპერატიული ორგანიზაცია, რომელიც დიდ როლს თამაშობს ევროპის უსაფრთხოებაში“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ესპანურ El Pais-ს.
„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ერთობა აუცილებელია“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ მოკავშირეზე თავდასხმას მთელი ალიანსის პასუხი მოჰყვება, ის ბევრად უფრო დაფიქრებული და მოზომილი იქნება,
სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის განცალკევების ნებისმიერი მცდელობა დაასუსტებს და გახლეჩს ევროპას.

„ალიანსმა შეინარჩუნა მშვიდობა კონტინენტზე 70 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას გავაკეთებთ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში“, – აცხადებს სპოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულე მაკრონმა ჟურნალ The Economist–თან ინტერვიუში NATO-ს ტვინი მკვდრად მოიხსენია და განაცხადა, რომ ევროპა დამოუკიდებე გეოპოლიტიკურ ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები