პოლონეთის პრემიერი: თუ ევროკავშირი ქვეყნებს წევრობის პერსპექტივას არ მისცემს, ამას რუსეთი, ან თურქეთი გააკეთებენ

ევროკავშირმა მეზობელ ქვეყნებს წევრობის რეალური პერსპექტივა უნდა შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სხვა ქვეყნები გააკეთებენ, მათ შორის რუსეთი.

ამის შესახებ პოლონეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ, ქვეყნის სეიმში ინაუგურაციის დროს განაცხადა.

„აღარ ვცხოვრობთ დასავლეთის უსაფრთხო დომინირების პერიოდში: ახლო, და შორ აღმოსავლეთში საერთაშორისო მოთამაშეები არიან, რომლებიც ევროპის სისუსტეს სიამოვნებით იყენებენ. ამიტომ, ამბიციური ევროკავშირი გვჭირდება, რომელიც იქნება ღია ახალი წევრების მისაღებად, დასავლეთ ბალკანეთისთვის ღია. თუ მეზობელ ქვეყნებს რეალურ პერსპექტივას არ შევთავაზებთ, ამას სხვები გააკეთებენ – რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, რადიკალური ისლამი, რაც უკვე ხდება“,-განაცხადა მორავეცკიმ.

მისივე თქმით, ნატო „მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი სამხედრო კავშირია“. მან პირობა დადო, რომ შეეწინააღმდეგება ზოგიერთ ლიდერებს, რომლებიც ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლს ეჭვქვეშ აყენებენ, ან ალიანსის ვალდებულებებს არ ასრულებენ და თავდაცვაზე მშპ-ს 2% არ ხარჯავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები