მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა

  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა. პანელის “გლობალური ძალაუფლება რეგიონალური სტაბილურობის” ფარგლებში, პრემიერი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს. კონფერენცია საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს 10-მდე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს, მათ შორის შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს. ერთ-ერთი სენატორი, რომელსაც საქართველოს პრემიერი შეხვდება, ჯონ მაკკეინია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები