საფრანგეთში, არასის კინოფესტივალზე, მთავარი ჯილდო პროექტის განვითარებისთვის ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა

საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ინდუსტრიულმა პლატფორმამ Arras Days ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს უმასპინძლა, სადაც ისინი ფილმის პროექტებს წარადგენდნენ.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მთავარი ჯილდო (7 500 ევრო) პროექტის განვითარებისთვის ქართველმა რეჟისორმა უტა ბერიამ მოიპოვა ფილმის პროექტით –  „სიყვარული აქციის დროს“.
ამავე ფესტივალზე უტა ბერიას ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
„უარყოფით რიცხვებს“ ქართველი მაყურებელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე დეკემბერში ნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები