გიორგი ვაშაძე: არ ვიცი რისთვის მოგვცეს 30 წუთი, პროტესტის გამოხატვის უფლება კანონით გვაქვს

არ ვიცი რისთვის მოგვცეს 30 წუთი, პროტესტის გამოხატვის უფლება კანონით გვაქვს, – ამის შესახებ პარტია “ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“ხელისუფლებამ პოლიცია მოროდიორის როლში გამოიყვანა, მე დარწმუნებული ვარ რომ პოლიცია ვერ წავა ხალხის წინააღმდეგ. ჩემი შინაგანი რწმენა და იმ ხალხის რწმენაა, რომ ვიბრძოლებთ საქართველოს გათავისუფლებისთვის ბოლომდე. დაგვარბევენ კიდევ მოვალთ. მე ჩემთვის ვარ და ჩემს უფლებებს ვიცავ. მე არ ვიცი რისთვის მოგვცეს 30 წუთი, კანონით ჩვენ გვაქვს პროტესტის გამოხატვის უფლება. მთელი მსოფლიო და ყველა ჩვენს გვერდითაა, დარჩენილია მარტო ბიძინა ივანიშვილი, რომლის დავალებას ასრულებს პოლიცია, თუმცა, როგორც ვიცი ბევრი უკვე არ ასრულებს მის დავალებებს. ასე, რომ მოუწიათ სპეცრაზმის გადაჯგუფება და ამიტომ 15:00 საათზე ვერ მოვიდნენ”,- განმარტა ვაშაძემ.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია.

​პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება შეინიშნება. შსს-მ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა. ამასთან აქციის მონაწილეებს გზის გასახსნელად 30 წუთი მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები