გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტს: დაგვარბევენ და მერე გელაპარაკები 24 საათი

0

დაგვარბევენ და მერე გელაპარაკები 24 საათი, – ასე უპასუხა ჟურნალისტს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელსაც მან მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა და დაინტერესდა აქვს თუ არა სამართალდამცველების მხრიდან დარბევის მოლოდინი.

“დაგვარბევენ და მერე გელაპარაკები 24 საათი. ბოლომდე დავრჩებით. გაგვლახავენ ისევ მოვბრუნდებით. ჩაგვსვამენ ციხეში გააგრძელებს ის, ვინც გარეთ დარჩება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქალები უკანა მხარეს უნდა დადგნენ, რათა დარბევის შემთხვევაში, ნაკლებად დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი