სახალხო დამცველის მოადგილე: უნდა მოხდეს ძალის გამოყენების არიდება
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საჭიროა რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს ძალის გამოყენების არიდება.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა დიალოგი პოლიტიკოსებსა და შესაბამის აქტორებს შორის მშვიდ გარემოში.
„ჩვენი მოწოდება არის ის, რომ უნდა ავიცილოთ მაქსიმალურად ძალის გამოყენების საჭიროება, ამას სჭირდება დიალოგი პოლიტიკოსებსა და შესაბამის აქტორებს შორის. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს გამოსავალი. არის თუ არა შესაბამისი კანონი დაცული, ამის განხილვა მშვიდ გარემოშია უკეთესი. ძალის გამოყენებას გარკვეული რისკები ახლავს. ამ რისკების შედეგად შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადგეს საფრთხის ქვეშ. გასაგებია, რომ ორივე მხარეს არის ინტერესები და ეს უნდა დაბალანსდეს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.