პარლამენტთან სპეცრაზმელები და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება შეინიშნება. ჩიტაძის ქუჩიდან ისინი მთავარი გამზირისკენ მიემართებიან. ისინი სავარაუდოდ აქციის დაშლისთვის ემზადებიან.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები.
შსს-მ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა. ამასთან აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცეს ვადა რათა გზა გახსნან