სალომე სამადაშვილი: თუ ხელისუფლება მოქალაქეებზე ხელს აღმართავს, ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების ხელისუფლებიდან გასტუმრება დაჩქარდება

თუ ხელისუფლება მოქალაქეებზე ხელს აღმართავს, ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების ხელისუფლებიდან გასტუმრება დაჩქარდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ოპოზიციისა და საზოგადოების მოთხოვნების შესრულებაა.

“ქართულ ოცნებას,” თუ რა თქმა უნდა, გონება უჭრის და მის მაჟორიტარებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ისინი ახლა უნდა ითხოვდნენ უმრავლესობის შეკრებას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და ეძებდნენ გამოსავალს იმ ვითარებიდან, რომელიც არის შექმნილი, იმიტომ რომ ეს კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ოპოზიციისა და საზოგადოების მოთხოვნების შესრულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს იღებს. პარლამენტს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იმუშავოს. ასე გაგრძელდება კანონიერი გზით ჩვენი უფლებების დაცვა.

მე მინდა მივმართო შსს და თბილისის სამარცხვინო მერს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან ნათელი გზავნილი გააკეთა და კონსტიტუციური უფლებაა მშვიდობიანი მანიფესტაცია და დემონსტრაცია. ამიტომაც თუ ვინმე აპირებს ხელი აღმართოს საკუთარ მოქალაქეებზე, ამას ექნება უმძიმესი შედეგი და დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია, ივანიშვილის, კალაძის და კრიმინალური დაჯგუფების ხელისუფლებიდან გასტუმრებას,” – განმარტა სამადაშვილმა.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობა ბლოკირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები