კასრებში დანთებული ცეცხლი, გაშლილი კარვები – რა ვითარებაა პარლამენტთან(ფოტოკოლაჟი)

საკანონმდებლო ორგანოს წინ, სადაც აქციის მონაწილეებმა წუხანდელი ღამე გაატარეს, ვითარება უცვლელია.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეები ამ დრომდე შეკრებილი არიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

როგორც ისინი აცხადებენ, მოთხოვნის შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ, თავის მხრივ, პოლიცია მათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. ამ დრომდე პიკეტირებულია პარლამენტის შენობაში შესასვლელი გზებიც, სადაც, რამდენიმე დეპუტატი აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები