“თეთრი ხალათების” აქციას თელავიც შეუერთდა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ “თეთრი ხალათების” აქციებს თელავშიც შეურთდნენ.
ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა გამოუცხადეს. მათ კლინიკის წინ მდუმარე აქციით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედება დაგმეს.

მედიკოსები ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართავენ და მათი კოლეგის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები