თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ჰილარი კლინტონი იმყოფებოდა, საგანგებოდ ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა

ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი Embraer ERJ-190, რომელიც რეისს ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის მიმართულებით ასრულებდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, გაფრენიდან მალევე უკან ნიუ-იორკში დაბრუნდა.

CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე, სხვა მგზავრებს შორის აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც იმყოფებოდა.

ტელეარხის ინფორმაციით, აფრენის შემდეგ თვითმფრინავი წონასწარობას ვერ ინარჩუნებდა, ხმელეთზე კი, დაკვამლიანება და კონსტრუქციიდან ფრაგმენტის ჩამოვარდნა შეამჩნიეს.

თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა, მგზავრები ვაშინგტონში სარეზერვო ბორტით ჩაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები