აქციის მონაწილეებმა პარლამენტში რევაზ არველაძე არ შეუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე არ შეუშვეს.

დეპუტატი პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა პიკეტის და აქციის მონაწილეების პროტესტის გამო, იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა.

აქციის მონაწილეები დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: „წადი“.

რევაზ არველაძე პირველი დეპუტატია, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები