საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი “ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით “ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართება. მათ ხელში ტრანსფარანტი უჭირავთ სახელწოდებით – “შეცვალე”.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები