ჰონგ კონგში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

ჰონგ კონგში პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჰონგ კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამაგრებული აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გამთენიისას ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეებმა კი პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.
ჰონგ კონგში დემონსტრანტებს უკვე რამდენიმე დღეა, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესასვლელი ბარიკადებით აქვთ ბლოკირებული, მათ, ასევე, გადაკეტეს ახლომდებარე გვირაბი, რომელიც ჰონგ კონგის მთავარი საავტომობილო მაგისტრალია.
ჰონგ კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა უკვე ხუთი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები ჰონგ კონგზე ჩინეთის მხრიდან არსებული გავლენით არიან უკმაყოფილოები.
აქტივისტები თავისუფალ არჩევნებს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას, ორი ათასზე მეტი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და ჰონგ კონგის ლიდერ კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები