სან დიეგოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 10 წლამდეა. მათგან ყველაზე პატარა სამი წლისაა. კიდევ ერთი, 11 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე სამართალდამცველებმა მამაკაცის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები