გია აბაშიძე: არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული, უბრალოდ, ჩავხედე ადამ კიზინგერის ბიოგრაფიას

“არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული, უბრალოდ, ჩავხედე ადამ კიზინგერის ბიოგრაფიას”,-ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებას.
​მისი თქმით, 41 წლის ადამ დენიელ კინზინგერი რესპუბლიკელია და 2010 წლიდამ კონგრესშია როგორც ილინოისის შტატის ერთ-ერთი მაჟორიტარი.
„ახლახანს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე დაწერა, რომ ის გაოგნდა. ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ განაახლოს მოლაპარაკებები და გამოასწოროს ვითარება.
41 წლის ადამ დენიელ კინზინგერი რესპუბლიკელია. 2010 წლიდამ კონგრესშია როგორც ილინოისის შტატის ერთ-ერთი მაჟორიტარი. არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული. უბრალოდ, ჩავხედე მის ბიოგრაფიას და გაგიზიარეთ. კიზინგერი მაჟორიტარია, that’s it“, – წერს გია აბაშიძე.
​ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების თაობაზე იმედი გამოთქვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სიტუაცია მალე გამოსწორდება. მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და დაამტკიცონ რეფორმათა ეს პაკეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები