გია ვოლსკი: „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტს არც პარლამენტში და არც არსად არ აქვს აზრი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ მიერ პლენარული სხდომებისთვის გამოცხადებულ პოლიტიკურ ბოიკოტს ეხმაურება. მისი თქმით, მათ ბოიკოტს არსად არ აქვს. „ვფიქრობ, საერთოდ ასეთ რეჟიმში მოღვაწე პარტიას არც პარლამენტში და არც არსად არ აქვს აზრი. არის მეორეც, ხარისხი, რომელიც არის პასუხისმგებლობის საკითხი. ყველაფრის მიუხედავად, აზრების ჭიდილი და მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული პოზიცია ხშირად ზღვარგადასულია, გადასულია უზრდელობაშიც, მაგრამ არის თემები, რომელსაც საკმაოდ საინტერესოდ წარმოადგენენ ხოლმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
​შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო” პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. როგორც პარტიის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, პარტიის წარმომადგენლები პლენარულ სხდომაზე არც კანონპროექტების და არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას არ დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები