ამირან სალუქვაძე: პრორუსულ პარტიებთან ერთად დგხარათ და რუსეთის ჰიმნს ოცნების შტაბთან, ტურისტების გამოსაშტერებლად უკრავთ?!

“​როგორც არ უნდა შეშფოთდეს დასავლეთი ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების გამო, თქვენი გაერთიანებით დაანახებს, რომ მათთვის, დასავლეთისთვის, ერთი საიმედო პარტნიორი რჩება – მოქმედი ხელისუფლება”,-ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ ოპოზიციური პარტიები გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ისინი თავიანთ გაერთიანებას მკვდარი არგუმენტებით ამართლებენ.
“რატომ ჰგონია ოპოზიციას, რომ ყველა ერთად უფრო მეტია, ვიდრე ღირებულებითი გაერთიანება?
სულ ცოტა ხნის წინ კითხვებს სვამდით ქართული ოცნების მისამართით პრორუსულ პარტიებთან კოალიციურ მთავრობას თუ შექმნითო. ახლა ერთად ხართ. გგონიათ ხალხს ეს მოსწონს?
გგონიათ ყველა ორიენტაციის (დასავლეთი, ჩრდილოეთი) პარტიის ერთად დგომა რაიმე მოტივით მართლდება?
ე.ი. როცა გჭირდებათ პუტინთან ფოტოს გადაღება, საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში, უბლოკო სტატუსის გამოცხადება, ნატოზე უარის თქმა სამშობლოს ღალატი და აგენტობაა და ჯვარს აცვამთ ნებისმიერს, ხოლო თუ თქვენს ხელისუფლებაში მოსვლისთვისაა საჭირო შეგიძლიათ არ შეიმჩნიოთ და ერთად დადგეთ?!
მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ, თორემ იარლიყები არავისთვის ჩამომიკიდია.
უბრალოდ, გადახედეთ სოციალურ ქსელს, წაიკითხეთ ხალხი რას წერს ასეთ ორმაგ სტანდარტებზე.
ჟურნალისტები როცა გეკითხებათ როგორ გაერთიანდითო და მკვდარი არგუმენტებით ამართლებთ, თქვენ კი დაიმშვიდეთ თავი, თითქოს მთავარი მიზანია, მაგრამ ხალხმა გაიზიარა თქვენი გაერთიანების მოტივაცია?
ეს ის შემთხვევაა, როცა შესაკრებთა ჯამი მათემატიკურად არ იზომება, რადგან თქვენი, ზოგიერთთა ისედაც მწირი მხარდამჭერების უმეტესობისთვის, პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად დგომა მიუღებელია.
პრორუსულ პარტიებთან ერთად დგხარათ და რუსეთის ჰიმნს ოცნების შტაბთან, ერეკლეს ქუჩაზე, ტურისტების გამოსაშტერებლად უკრავთ?!
​როგორც არ უნდა შეშფოთდეს დასავლეთი ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების გამო, თქვენი გაერთიანებით დაანახებს, რომ მათთვის, დასავლეთისთვის, ერთი საიმედო პარტნიორი რჩება – მოქმედი ხელისუფლება. მოსახლეობისთვის კი ერთია პარლამენტში პარალელური სისტემით შეხვალთ თუ პერპენდიკულარულით”,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები