იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და „ეფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღეს. ზესტაფონში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 157 საბრძოლო ვაზნაა ამოღებული.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები