პატრიარქი მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის 

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედი საბჭოს ქმნის. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს. ბრძანების თანახმად, საბჭო აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავს.

„11 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას მცხეთა-თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც განიხილავს აღნიშნულ ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი წევრებით: საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახტის მესაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კატედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი,“- აღნიშნულია კათოლიკოს პატრიარქის ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი