რუსეთის სპეცსამსახურები ესტონეთს საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსებისთვის იყენებდნენ

ესტონეთის ფინანსთა მინისტრის მარტინ ხელმეს განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ესტონეთს საერთაშორისო სპეცოპერაციების დაფინანსებისთვის იყენებდნენ.

მისი თქმით, ამჟამად ესტონეთის ხელისუფლება არკვევს, იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართული ისეთი პირები, რომლებზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდება.

ხელმე აღნიშნავს, რომ ესტონეთის საბანკო დარგში რეფორმები მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა Danske Bank-ის გამოყენებით 220 მილიარდი დოლარი გაიტანეს.

„რუსეთიდან ორი სახის თანხები შემოდის. ერთი – მოპარული ფული, რომლის გატანაც ისინი რუსეთიდან ცდილობენ. თანხის მეორე ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის მჭიდრო კავშირში. რომელსაც შემდგომ რუსული სპეცსამსახურები საერთაშორისო ოპერაციების დასაფინანსებლად იყენებდნენ“,-აღნიშნა ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა.

ხელმესი არ აზუსტებს კონკრეტულად, თუ რომელ რუსულ ორგანიზაციებზეა საუბარი, ასევე არც მტკიცებულება წარუდგენია, თუმცა აღნიშნა, რომ „ესტონეთი სწავლობს იმ ფულის ნაკადს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის გავლით გავიდა და ინფორმაციას აშშ-ის ხელისუფლებას უზიარებს“.

მისივე თქმით, ესტონეთს ცოტა ხნის წინ რუსეთის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, „ისინი ჩამოვიდნენ რომ გაერკვიათ რა ვიცით ჩვენ სქემის შესახებ, რომ შემდგომ უკეთესად შეეფუთათ თავიანთი ოპერაცია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები