დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს

პარლამენტში, ყოფილი ვიცე- სპიკერის თამარ ჩუგოშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრას დიმიტრი ცქიტიშვილიც ესწრებოდა. როგორც მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოზიციას არ ცვლის და პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს.

“გეგმებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვქონია რაღაც შეთქმულება მანამდე, ეს არის იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, უფრო სწორად რომელიც ვერ მიიღო. იქნება ფრაქცია, პოლიტიკური სხვა აქტივობა?- ეს იქნება გასაგები და თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ, დღეს დღეობით არანაირი გეგმა არ არსებობს. არ გვქონია საუბარი ფრაქციაზე”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები