ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განხილვაზე ახლა შემობრუნება შეუძლებელია. მისივე განმარტებით, ამისათვის საჭიროა კანონის პროექტის ხელახალი ინიცირება, თუმცა როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს, ეს გარკვეული პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს.

„როცა საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება. ან უნდა შეგროვდეს 200 000 მოქალაქის ხელმოწერა, ან – 76 დეპუტატის. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა, შემდეგ საკომიტეტო განხილვა და შემდეგ სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მე მოვისმინე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლების გამოსვლა. რეგლამენტში ასეთი ნორმა არ არის. ერთადერთი პროცედურაა თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით.
ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე გავხლიჩოთ და დავშალოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები