რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
როგორც მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა, მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა პერმანენტული საპროტესტო გამოსვლებია.
ამასთან, ოპოზიცია კვირას, 17 ნოემბერს ხალხმრავალ აქციას აანონსებს. როგორც ისინი აცხადებენ სამოქმედო გეგმის ძირითადი მესიჯია “ყველა, ივანიშვილის გარეშე”.
აქციაზე შეკრებილები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.